სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა.
ამის შესახებ დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, დაკავება სააფთიაქო ნარკომანიას უკავშირდება.