სამართალდამცველებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტები გამოავლინეს. თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავეს, ხოლო შვიდ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ბელა ზაქაიძის ჩართვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც საქმეზე ბრიფინგი გაიმართა.