„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ ბანერების, ბილბორდებისა და პლაკატების დაზიანებაში ადანაშაულებს. ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მამუკა წოწერიამ და კონკრეტული პირებიც დაასახელა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ამ დავალებებს ანა წითლიძე აძლევს. მამუკა
წოწერია აცხადებს, რომ მათ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც აქვთ და უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ შეისწავლონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევა და შესაბამის დასკვნებში ასახონ.