პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება. რეფორმა არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ითვალისწინებს.
ოპოზიციის ნაწილი ნულოვან ბარიერს და ბლოკების შექმნის შესაძლო აკრძალვას ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ პროექტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საპარლამენტო განხილვისას ბლოკების საკითხს გააპროტესტებს.
ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა„ ქართული ოცნების“ ოფისში.