ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“

პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება. პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ბულინგსა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ – ამ თემაზე „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა.

მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესს ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობის კამპანიას უწოდებენ, რომელიც რადიკალური ოპოზიციისა და „ენეჯეოების“ ორგანიზებულია. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის ავტორები სხვა ქვეყნების, ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების აგენტები არიან.

ამავე საკითხს დღეს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალადობა და რადიკალიზაცია მიუღებელია, რასაც მმართველი გუნდი მკაცრად ემიჯნება.