პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიოლოგური სიტუაცია საგრძნობლად გაუარესებულია, რისი მიზეზიც, ფსოუზე რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ უკონტროლოდ შემოსული რუსი ტურისტების ნაკადია. პოლიტიკოსთა თქმით, ადგილზე არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა და პერსონალი ვირუსულ აფეთქებას ვერ უმკლავდება. ისინი საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებენ.