ბრიფინგი პარტია „ახალის“ ზუგდიდის ოფისში

პარტია „ახალის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაია კალანდიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ზეწოლა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე, ასევე მათი მოსყიდვა. მაია კალანდია ამბობს, რომ ამ საქმეში „ქართულმა ოცნებამ“ პედაგოგებიც ჩართო და ყველა დასახელებული ინფორმაცია მას „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიაწოდეს.