„ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასეს და მთავრობას რეკომენდაციები და 15-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა შესთავაზეს.
ლევან კობერიძის განცხადებით, „ლელომ“ შეიმუშავა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლზე აყვანისთვის აუცილებელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.