კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კულტურის პროგრამის ფარგლებში დასაფანანსებელი პროექტების პრიორიტეტები დაასახელა. თეა წულუკიანის განცხადებით, განსაზღვრულია 12 პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა ფარგლებში პროექტების დაფინანსებას კულტურის სამინისტრო მიმდინარე წელს უზრუნველყოფს. ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, ფოლკლორის, წიგნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების დაფინანსების გარდა, სამინისტრო „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზეც გამოყოფს გრანტებს. კონკურსები დაფინანსებაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება. წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება, დაინტერესებულ პირებს სამინისტროს ოფიციალურ ფესიბუქ გვერდზე შუძლიათ.
მოამბე