დღის განმავლობაში ბრიფინგები გაიმართა ქარტიის ხელმომწერ პარტიებში, სადაც ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიპარა, ამიტომ ისინი საკუთარი ხმების დასაცავად ბრძოლას აპირებენ. თუმცა ჯერ-ერობით უცნობია, როგორი იქნება ამ ბრძოლის ხერხები.