„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ გორსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვაზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა ბალიაშვილმა გორში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე კონკრეტული გვარები დაასახელა, ვინც, მისი ინფორმაციით, სხვადასხვა ხერხებით ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას. საპასუხოდ განცხადება გააკეთეს „ქართული ოცნების“ შტაბში. „ქართულ ოცნების“ გორის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არც ერთი ფაქტი ამომრჩევლის ზეწოლისა და მოსყიდვის არ არსებობს და ეს ბრალდება არის გამოგონილი.