„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგი გამართა. თამარ კორძაიას განცხადებით, ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე კოალიციამ პირველი წარმატება მოიპოვა. მისი თქმით, ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ სარეგისტრაციო მისამართის არარსებობის გამო საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.