ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი კვლავ ბუნდოვანია.
ქვეყნის პარლამენტის თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის გეგმა სამჯერ, ალტერნატიული ვარიანტები კი უკვე ორჯერ დაბლოკა. ბრიტანელი დეპუტატები არც შეთანხმების გარეშე გასვლას ემხრობიან.
გართულებული პროცესის ფონზე, ევროკავშირი მზადაა ახალი ინიციატივებისთვის, თუმცა წინაპირობად ბრიტანეთის პარლამენტის მიერ უკვე არსებული ხელშეკრულების მხარდაჭერას ასახელებს.
10 აპრილს ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომაა დანიშნული, მანამდე კი ბრიტანეთის პარლამენტში კონსენსუსის მიღწევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.