ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილე გაეცნო.
მან მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ფერმერები თხილის დაბალი ხარისხის მოსავალს უჩივიან, რაც ძირითადად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების შედეგია. გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, კვლავ პრობლემაა მოსახლეობის მიერ აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით.