ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჟაირ ბოლსონარუ გახდა.
ბოლსონარუსთვის უცხოა პოლიტკორექტულობა, ის სამხედრო ხუნტას უჭერს მხარს და სამხედრო რეჟიმების მიერ ოპონენტების მკვლელობას ემხრობა. აკრიტიკებს ქალთა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველებს, ეწინააღმდეგება იმიგრაციას.
ჟაირ ბოლსონარუს არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 55 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მის გამარჯვებას მომხრეები ზეიმით, მოწინააღმდეგეები კი საპროტესტო აქციებით შეხვდნენ.