ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, ალოუსიო ნუნე ფერეირა თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს. უწყებაში ორი ქვეყნის მინისტრებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს. მისი დასრულების შემდეგ კი, ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალოუნსიო ნუნე ფერეირამ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერიც უმასპინძლებენ.