ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში სტიქიის შედეგად დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, ძლიერი წვიმის გამო დროებით შეფერხებულია. მაშველები 200-მდე ადამიანს ეძებენ. ბოლო მონაცემებით, ოთხი დღის წინ ჩამოწოლილ მეწყერს 146 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 27 მცირეწლოვანია. 1000-მდე ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი. სტიქიამ 80-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. გაწმენდით სამუშაოებში 400-მდე ადამიანი მონაწილეობს.