ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ საინკასაციო გჯუფის დაყაჩაღებისთვის დაკავებულებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
საქმეზე ორი პირი, – 1980 და 1964 წლებში დაბადებული მამაკაცები, – დააკავეს . ერთ-ერთი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლი იყო. გამოძიება მათ, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილ ყაჩაღობაზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაზე, დაუფლებასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე ედავება. ბრალდებულების ადვოკატებს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბრალად შერაცხული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.