ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.