მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ გარე ჩარევების გაზრდილ მასშტაბზე იწყებს საუბარს.
სწორედ ამ მიმართულებას უკავია ყველაზე დიდი ადგილი „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის შედეგები პარტიამ დღეს გამოაქვეყნა. უცხო ძალების ჩარევის მცდელობად და ამომრჩევლებზე ზეწოლად განიხილება ბოლო პერიოდში აშშ-დან და ბრიუსელიდან გაკეთებული მძიმე განცხადებები და სანქციების ახალი პაკეტი ვაშინგტონიდან. კვლევა ასევე მოიცავს მონაცემებს მუქარისა და ძალადობის შესახებ. ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პროცესებში პრეზიდენტის ნეგატიურ როლზეც. იგულისხმება სახელმწიფოს მეთაურის მედიაციით ოპოზიციის გამსხვილების მცდელობა, რასაც ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევს. მმართველი პარტია წინასაარჩევნო დარღვევებზე არასამთავრობო სექტორის რეაგირებას ითხოვს.