ბრალდებები საარჩევნო შტაბებში

“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების მეორე ტურის წინ პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს.

მათი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფები, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკონსულოებისა და საელჩოების სახელით უკავშირდებიან და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახის დახმარებას ჰპირდებიან.

საკონსულოების შეფერხებით მუშაობის შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ თავად “ნაციონალურ მოძრაობაში”.

თამარ წიკლაური გიამბობთ.