სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელზეც, კენტუკის შტატის საფოსტო ბიულეტენზე, კამალა ჰარისის სახელის გასწვრივ ნიშანია დასმული, საარჩევნო კომისია ინფორმაციას უარყოფს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემა ბიულეტენს ბათილს გახდის. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ფოტო სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. BBC Verify დაუკავშირდა კენტუკის შტატის საარჩევნო საბჭოს, რომელმაც ეს განცხადება უარყო. მათი თქმით, ამ დრომდე გაგზავნილია 130 000 ბიულეტენი და არ არსებობს არცერთი საჩივარი საფოსტო ბიულეტენებზე წინასწარ დაბეჭდილი ნიშნების არსებობის შესახებ. „ვინაიდან არავის წარუდგენია წინასწარ მონიშნული ბიულეტენი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ან სამართალდამცავი ორგანოებისთვის, განცხადება იმის შესახებ, რომ კენტუკიში თუნდაც ერთ ბიულეტენზე შეიძლება ყოფილიყო წინასწარ დაბეჭდილი ნიშანი, ამჟამად მხოლოდ სოციალური მედიის სივრცეში არსებობს“, – აცხადებენ კენტუკის შტატის საარჩევნო საბჭოში. საარჩევნო საბჭომ დაადასტურა, რომ კენტუკის საფოსტო ბიულეტენების შემთხვევაში, თუ მელნით ერთზე მეტი კანდიდატის არჩევანია მონიშნული, ბიულეტენი ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი წრეს შემოავლებს მის მიერ არჩეულ კანდიდატს.