ჯო ბაიდენისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შანსები იზრდება.
კონგრესმა, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა. თეთრი სახლის ლიდერს არამართლზომიერი შემოსავლების მიღებასა და კორუფციაში სდებენ ბრალს, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. საქმის მთავარი ფიგურანტი პრეზიდენტის შვილია. კონგრესში გამართული კენჭისყრის შედეგებმა შესაძლოა ჯო ბაიდენს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელი შეუშალოს, ისევე როგორც მის მთავარ მეტოქეს, დონალდ ტრამპს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული.