აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალის წაყენებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ეხმაურებიან.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას „ქართული ოცნება“ 2020 წლის საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ადარებს. მათი თქმით, აშშ-ის ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, ოპოზიციურ სპექტრსა და ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში არჩევნების საბოტაჟის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა.
ოპოზიციის ნაწილი კი მმართველი პარტიის მხრიდან მსგავს განცხადებებს არასამთავრობო სექტორზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.