საქართველო ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დაეხმარებიან თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, დავით ხოჭოლავა და ირაკლი აზაროვი. საქართველოს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მატჩის წინა ვარჯიში გამართა. ესაა გუნდების პირველი დაპირისპირება. მატჩს ქალაქ ჟენიცას „ბილინო პოლე“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.