ბორჯომში მეხუთე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, მთაზე გავრცელდა, საიდანაც ახალციხის მიმართულებით გადავიდა. რთული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან ჩაქრობის ოპერაციაში თურქეთის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავიც ჩაერთო. ასევე დაიწყო მუშაობა სპეცმატარებელმა. ხანძრის ქრობაში აქტიურად მონაწილეობს ცოცხალი ძალაც.