ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ბოლო კერა ორი დღის წინ გაჩნდა და ის რამდენიმე წუთის წინ ჩააქრეს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარს მეხანძრე-მაშველები ორი კვირის განმავლობაში ებრძოდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა ეროვნულ პარკს. საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს.
რა ვითარებაა ახლა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე? – ადგილზე მუშაობს თათია მაყაშვილი.