ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებენ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. ნონა ლურსმანაშვილი და ნატა კოპაძე აცხადებენ, რომ ზაზა ჩაჩანიძე მათ მიზანმიმართულად დევნის და ცდილობს, სამსახური დაატოვებინოს.
ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და თავმჯდომარე “პატრიოტთა ალიანსის” წევრია. ჩაჩანიძე ბრალდებებს უარყოფს. საკრებულოს თანამშრომლები კი სასამართლოში ჩივიან და საკითხით დაინტერესებისკენ არასამთავრობო სექტორს მოუწოდებენ.
ეთა მამალაშვილის სიუჟეტი.