ბორჯომის ხეობაში ახალდაბის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალები დეპარტამენტში გააკეთეს. ხანძრის ქრობის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. მასში 150 მაშველი მეხანძრე და სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი მონაწილეობდა. ხანძრის ქრობის პროცესს რელიეფი ართულებდა, რის გამოც ცეცხლის კერამდე სახანძრო ტრანსპორტის მიყვანა ვერ მოხერხდა.