საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” ბელგიელებს ქუთაისში, “აია არენაზე” უმასპინძლეს და მეტოქეს საკმაოდ იოლად სძლიეს. ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა პირველივე წუთებზე მოიპოვეს – ჩილაჩავამ, მამუკაშვილმა, ჟვანიამ და წიკლაურმა შესვენებამდე ოთხი ლელო დადეს, ოთხივე გარდასახვა გამოიყენეს და პირველი ტაიმი 28:0 მოიგეს.
მეორე ნახევარში მოედანზე სურათი არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრების წევრებმა ფრუიძემ, თოდუამ და სიჭინავამ ლელო კიდევ სამჯერ დადეს და, საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა მეტოქე 47:0 დაამარცხა.
“ბორჯღალოსნები” მომდევნო მატჩს, 17 თებერვალს, სტუმრად, გერმანიასთან გამართავენ.