#U21 ბელგიის U21 ნაკრები #ტაიმაუტი

19:30, 24.06.2023

მიმდინარე წელს ბელგიის ეროვნული ნაკრები ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატზე ისტორიაში მეოთხედ ასპარეზობს. აქამდე ჩატარებული სამი ასპარეზობიდან წითელმა ეშმაკებმა ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ერთხელ 2007 წელს მოახერხეს. 2023 წელს ბელგიელები ა ჯგუფში საქართველოს, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდნენ. პირველი ტურის შეხვედრები უკვე ჩატარდა, მეორე ტურში წითელი ეშმაკები ქართველებს დაუპირისპირდებიან. უფრო ვრცლად კი ბელგიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

ავტორები: გვანცა გიორგაძე, თეიმურაზ სურგულაძე, შალვა ბერაძე.

#ტაიმაუტი

მსგავსი