კახეთს ამერიკული ბლუზის ცნობილი შემსრულებლები ესტუმრებიან.
ლაგოდეხში რვა წლის წინ დაწყებული ტრადიცია გრძელდება. 20 ივლისიდან ბლუზის ფესტივალი იწყება. „ბლუზ ვილიჯის“ სცენა მსოფლიო ვარსკვლავებს დაეთმობათ.
კონცერტების პარალელურად გაიმართება მასტერკლასებიც. ბლუზის ფესტივალის ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 10 აგვისტოს ბიგ დედი ვილსონისა და მისი ბენდის კონცერტით დაიხურება. ფესტივალი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.