სააგენტო „ბლუმბერგი“ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში წერია, რომ ბოლო თვეებში საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები იმართება, რაც „მილიარდერს და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კოშმარით ემუქრება“.
სტატიაში მოყვანილია ციტატები მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ჩაწერილი ინტერვიუდან, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გამართულ კენჭისყრამდე შედგა. „ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალა. მე განზე გავდგები, როდესაც ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან, – ამბობს ივანიშვილი „ბლუმბერგთან“ საუბრისას. თუმცა, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, „საზოგადოებამ ივანიშვილს ასეთი არჩევანი შესაძლოა, არც მისცეს“.