ბლინკენის განცხადება

აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს, რომ ჰქონდეს თავდაცვის საშუალება – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონმა კიევს სექტემბერში რვა მილიარდი დოლარი გამოუყო უსაფრთხოების დახმარების სახით, რამდენიმე კვირის წინ კი ნახევარი მილიარდი დოლარი. ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს სურს, რომ დახმარება სრულად მიეწოდოს უკრაინას 20 იანვრამდე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსების საფრთხეზე ისაუბრა.