ბიზნესსესხების რესტრუქტურიზაცია

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული კერძო სექტორი ხელისუფლების წინადადებებს და შეთავაზებებს ელოდება. მცირე და საშუალო ბიზნესს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროს, ახლა ყველაზე მეტად სასესხო ვალდებულებების დაფარვის საკითხი აწუხებს. შემოსავლების გარეშე დარჩენილი სფეროს წარმომადგენლები, მთავრობას სესხების რესტრუქტურიზაციის მიზნით, ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. პირველი ტალღის დროს კერძო კომპანიებმა სესხების გადავადების შეღავათით უკვე ისარგებლეს და ახლა ამ ამ პროგრამის ხელახლა ამოქმედებას ითხოვენ. მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა პოზიცია აქვს საბანკო სექტორს.