ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის, – „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“, – მიხედვით, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით 2 საფეხურით გაუმჯობესდა და მე-18-დან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
სულ რეიტინგში 46 ქვეყანა შედის და მასში ქვეყნების შეფასების წყაროდ გამოყენებულია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები.
რეიტინგის ლიდერია დანია, რომელსაც მოყვება ნორვეგია და შვედეთი, ხოლო რეიტინგში ბოლო – 46-ე პოზიციაზეა უკრაინა.