საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელებენ. მათ შორისაა კანონპროექტები, სამოქალაქო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სხდომაზე ასევე განხილული იქნება კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის საკითხი, რადგან რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია.