ორად გაყოფილი საპარლამენტო უმრავლესობა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევამ გუნდში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. ფოფხაძის და ეკა ბესელიას გარდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული არგუმენტების არ სჯერა ლევან გოგიჩაიშვილსაც, რომელიც თანაგუნდელის გაწვევას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხზე წარმოშობილ უთანხმოებას უკავშირებს. დეპუტატი ახსენებს სიტყვა წყალგამყოფსაც.
სწორედ ფრაქციის გადაწყვეტილებას მიეძღვნა ბიუროს დღევანდელი სხდომა, რომელმაც მწვავე განცხადებების ფონზე ჩაიარა. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ბესელიას შემცვლელად განიხილება, ანრი ოხანაშვილია.
თამუნა წიკლაურმა მოისმინა ბიუროს სხდომაზე და მისი დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.