პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლა ხვალ არ გაიმართება – ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც ესწრებოდა. თარიღის გადაწევის საკითხი ცხარე კამათისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა პოლიტიკურ ძალებს შორის. მიზეზად უმრავლესობამ ფორმატი დაასახელა და პრეზიდენტს 15 მარტს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა შესთავაზა.
ოპოზიციამ მმართველი გუნდი მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თავდასხმების მიზეზი გახდა, რადგან ის მიმდინარე საკითხებზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ მიმართა პრეზიდენტმა და გამოთქვა სურვილი, 5 მარტს პარლამენტში წლიური ანგარიში წარედგინა.