პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად ემზადება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან დოკუმენტს უკვე მხარდაჭერა აქვს. პროექტს უახლოეს დღეებში პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 25 მილიარდ ლარს ოდნავ აჭარბებს. პრიორიტეტი სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია. გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10 %-ით ზრდა, ასევე პენსიების მატება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გარდა დღეს 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი მორიგი შესწორებებიც განიხილეს. წლის დასრულებამდე სამი კვირით ადრე მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.