111 ხმით არცერთის წინააღმდეგ. პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი მიიღო.
კენჭისყრამდე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს დეპუტატებს რამდენიმე საათის განმავლობაში თავად ფინანსთა მინისტრი აცნობდა. ეს არის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია, რომელშიც სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებებია ასახული. თუმცა, ჯერ ისევ დაუდგენელია, რა რაოდენობის თანხა დაზოგა სახელმწიფომ სამინისტროების თვრამეტიდან თოთხმეტამდე შემცირებით.
12 მილიარდ 441 მილიონი ლარი – ასეთია 2018 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა და ის წინა წლის ბიუჯეტს თითქმის ერთი მილიარდი ლარით აჭარბებს.
მამუკა ბახტაძის მიერ ბიუჯეტის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტიდან სალომე ქოქიაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში.