თეთრი სახლის ეზოდან დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის მიერ ერთად დარგული ხე გაქრა. მუხის ნერგის გაუჩინარების გარშემო სოციალურ ქსელში დღეს უამრავი ვარაუდი გამოთქვეს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მაკრონის მიერ აშშ-ში ჩატანილი ხე სავალდებულო ფიტოსანიტარულ შემოწმებას გადის.
დღესვე მაკრონის ხესთან ერთად გაქრა იმედი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის მთავარი მიზანი შესრულდება. ირანთან გაფორმებული „ბირთვულ შეთანხმების“ გადახედვაზე თეირანში მტკიცე უარი თქვეს.
12 მაისის მოახლოებასთან ერთად ვაშინგტონის ტონი სულ უფრო მკაცრი ხდება. ტრამპმა ამ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა აშშ-ი თავის დროზე „საუკუნის შეთანხმებად“ წოდებულ ხელშეკრულებას.
რატომ ვერ შეთანხმდნენ ლიდერები და რა მოხდება თუ ირანთან ხელშეკრულებას აშშ-ი დატოვებს.