ემუქრება თუ არა ბირთვულ განიარაღებაზე დაწყებულ მოლაპარაკებებს და სამშვიდობო პროცესს ჩაშლა,- ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის გამოცდა განაახლა.
თებერვალში დონალდ ტრამპთან დაგეგმილზე ადრე დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ პირველად, კიმ ჩენ ინმა ახალი ტაქტიკური იარაღი გამოსცადა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აპრილში რუსეთში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.