ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე რეგიონული სწავლება დაიწყო
თბილისში ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება გაიხსნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში სწავლების პრაქტიკული ნაწილი გაიმართება.
ოთხდღიანი პრაქტიკული სწავლება შედგება სამი საველე სიმულაციისგან, რომელიც დაფუძნებული იქნება სამ განსხვავებულ სცენარზე.
სცენარები ორიენტირებული იქნება ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის შემოტანის შემთხვევებზე.
მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეამოწმონ ბირთვული და რადიაციული მასალების გამოვლენის კუთხით არსებული რესურსები და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაციის შესაძლებლობები.