საქართველო აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მეათე რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს. მსჯელობენ ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, კონსერვაციისთვის რესურსების მობილიზებასა და ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაზე.
მონაწილეობს 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი და ბიომრავალფეროვნების 70-მდე ექსპერტი.