„ბიომრავალფეროვნება და საქართველო“ - კონფერენცია ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში
“ბიომრავალფეროვნება და საქართველო” – ამ სახელწოდებით, ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე, მცენარეთა კვლევისა და კონსერვაციის საკითხები განიხილეს. წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები მცენარეთა სხვადასხვა სახეობის შენარჩუნების მიმართულებით.
ასევე, ბიომრავალფეროვნების კონვენციის ამოქმედებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება.