თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მესაკუთრეებს დღეს, ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში გადასცა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი 3000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. საცხოვრებლები, რომლებშიც აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იკანონებდნენ, მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.