ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უკრაინაში მიემგზავრებიან.
რამდენიმე საათში დაიწყება იმ ორი ობიექტის შესწავლა, სადაც რუსეთის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება ე.წ. ბინძურ ბომბებს ამზადებს და ბოლო სტადიის სამუშაოებს ატარებს. ისნპექტირება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მოსკოვის მხრიდან კიევის მისამართით ახალი ბრალდება გაისმა. ბოლო პერიოდში რუსი მაღალჩინოსნები თითქის ყოველდღე იმეორებენ, რომ კიევი რადიოაქტიური ნივთიერებებით გაძლიერებული მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას და შემდეგ რუსეთისთვის დაბრალებას გეგმავს. ამერიკა და ევროპა მოსკოვის ამ განცხადებებს სიცრუედ აცხადებენ, ისევე როგორც უკრაინა, რომლის ხელისუფლებამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საკუთარი ობიექტების დამოუკიდებლად გადამოწმება თავად სთხოვა. კიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული თავდასხმისთვის თავად ემზადება. მართალია, ვალდაის სამიტზე პუტინმა გუშინ ბირთვული იარაღის გამოყენებას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უაზრო ნაბიჯი უწოდა, თუმცა ვაშინგტონს მოსკოვის მაინც არ სჯერა.