რჩება თუ არა საქართველოში ჩამოსვლის გეგმა ძალაში – „მოამბის“ გადამღები ჯგუფი კიევშია.
ჩვენი ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილის ჩაწერას და ორ ოქტომბერთან დაკავშირებით მისთვის შეკითხვების დასმას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ექს-პრეზიდენტის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.
ნოდარ ჩაჩუა იმყოფება უკრაინის დედაქალაქში.