ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე - სად არის სააკაშვილი

რჩება თუ არა საქართველოში ჩამოსვლის გეგმა ძალაში – „მოამბის“ გადამღები ჯგუფი კიევშია.

ჩვენი ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილის ჩაწერას და ორ ოქტომბერთან დაკავშირებით მისთვის შეკითხვების დასმას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ექს-პრეზიდენტის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.

ნოდარ ჩაჩუა იმყოფება უკრაინის დედაქალაქში.

დატოვე კომენტარი